- პროექტის სახელწოდება:" ჩაძირული ქალაქი"
- პროექტის მთავარი იდეა(თემა): მწვანე ნარგავების მნიშვნელოვანი როლის განსაზღვრა. შეფასება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევკალიპტების არსებობა ისეთ ქალაქებში, როგორიც ბათუმია.
- პროექტის აქტუალობა: შეიცვალოს მოსწავლეთა დამოკიდებულება მწვანე ნარგავებისადმი. გაიაზრონ ისეთი ქალაქებისათვის, როგორიც ბათუმია, ევკალიპტების მნიშვნელობა. გაეცნონ მოსწავლეები ბათუმის წარსულს, რა პირობებში და როგორ შენდებოდა. გახდნენ უფრო ყურადღებიანნი ბუნებისადმი. გაიაზრონ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ხეების არასწორად გაჩეხვას.
- პროექტის მიზნები: შევუცვალოთ მოსწავლეებს დამოკიდებულება მწვანე ნარგავებისადმი. გავხადოთ ისინი უფრო გულისხმიერნი და ყურადღებიანნი. შეძლონ გაიაზრონ მწვანე ნარგავების მნიშვნელოვანი როლი ჩვენი კეღილდღეობისათვის.
- მონაწილეთა ასაკი: x კლასი, 15-16 წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან ბათუმის წარსულს. გაეცნობიან საკუთარი ქალაქის მშენებლობის ეტაპებს, ბუნებრივ პირობებსა და ევკალიპტების მნიშვნელოვან როლს ჭაობის ამოშრობაში. გაიაზრებენ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ არასწორ გაჩეხვას. შეეცვლებათ დამოკიდებულება მწვანე ნარგავებისადმი, ბუნებისადმი. ისწავლიან ინტერნეტით სარგებლობას, ინფორმაციის მიზნობრივ მოძიებას და გამოყენებას. ინფორმაციის აკინძვას პროექტის პრეზენტაციისთვის.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფოტოაპარატი, დიქტოფონი.
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): ინფორმაციის მიძიება ბათუმის წარსულის შესახებ(კომპიუტერი). ინფორმაციის მოძიება მწვანე ნარგავებზე(ევკალიპტი და ჭაობის ამომშრობი მცენარეები). ბათუმში მცხოვრებ ხანშიშესულ მოქალაქეთა გამოკითხვა ევკალიპტების როლის შესახებ. შეჯამების გაკეთება. ინფორმაციის აკინძვა.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ბიოლოგია, ისტორია.
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ლალი ჭანტურია.
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lali.chanturia9.@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
Sunday, November 11, 2012
Subscribe to:
Comments (Atom)